1.პროექტის სახელი: აგრესია და შურისძიება
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები განიხილავენ დღესდღეობით აგრესიისა და შურისძიების პრობლემას პატარებსა და მოზარდებში, გაითავისებენ და მოძებნიან გადაჭრის გზებს
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს პატარებსა და მოზარდებში აგრესიისა და შურისძიების პრობლემის აშკარა გამოვლინებებს გამომწვევი მიზეზების გამოკვლევას, რა საფრთხეს უქმნის მათ მომავალს რა საშუალებებით შეიძლება დახმარების ხელის გაწოდება, რომ თავიდან აიცილონ " სულიერი დამახინჯების" მიზეზები.
მოსწავლეები პირველ ეტეპზე, სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, ჩაატარებენ ტესტურ გამოკითხვებს და იმსჯელებენ აღნიშნულ პრობლემაზე, მის გადასაჭრელად შეადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას ( პრობლემა, გამომწვევი მიზეზები, გადაჭრის გზები )
შემდეგ ეტაპზე გააკეთებენ პლაკატებს, გაზეთებს, სტატიებს, მოაწყობენ იმ ფილმების ჩვენებას,სადაც აშკარაა ეს პრობლემები გამოკვეთილი, რის შემდეგაც გაიმართება მსჯელობები, დისკუსიები, დებატები...
4.მონაწილეთა ასაკი: x-xI-xII კლ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის ნებიამიერი ერთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შექმნიან პლაკატებს, მოაწყობენ ნახატების გამოფენას, გააკეთებენ "ორმხრივ ჩანაწერთა დღიურებს", აიღებენ ინტერვიუებს, აჩვენებენ მხატვრულ ფილმებს,დაწერენ ესეებს...
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:პლაკატები, ნახატები, შეიქმნება ელექტრონული ვერსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
8.სარგებელი სხვებისთვის:შეიქმნება ელექტრონული ვერსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება; ისტორია; შრომა; ხელოვნება; ფსიქოლოგთან თანამშრომლობა.
11. პროექტის ფასილიტატორი: ლალი ხადური
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lalixaduri@com.
13.პროექტის ფორუმი:
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
среда, 2 декабря 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)